მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

გენდერული საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე უძღვებოდა.

საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილა:

გენდერული თანასწორობის საბჭოს პერსონალური შემადგენლობის ფორმირება,

2023 წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ დასახლებათა საერთო კრებებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.

გენდერული საბჭოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა, კერძოდ დაემატა ორი ახალი წევრი: ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლევან ვერძაძე და ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში მირანდა ფარტენაძე.

წევრებმა ასევე, ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ დასახლებათა საერთო კრებებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?