მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

არა ძალადობის კამპანიას ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას - ,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“ ქედის მუნიციპალიტეტის მერია დღეს ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულიდან შეუერთდა.

ღონისძიებას მოწვეული ტრენერი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე უძღვებოდა, რომელმაც შეხვედრაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობასა და პრევენციული გზების მოძიების მნიშვნელობაზე გამაამახვილა ყურადღება.

კამპანია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება და ის 25 ნოემბრიდან -10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ფლაერები, სადაც დატანილია ინფორმაცია, იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება.

კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?