,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება 24 მაისს დასრულდება
20 მაისი 2024
,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება 24 მაისს დასრულდება.
აქტიურად მიმდინარეობდა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები, საკონკურსო კომისიამ დეტალურად მიაწოდა მოსახლეობასთან ინფორმაცია პროგრამის შესახებ, ასევე ქალბატონებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: https://we.tl/t-O3Fit3sG4q
ქედის მუნიციპალიტეტში, პროგრამა უკვე სამი წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 17 ქალი დაფინანსდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი მზარდია და მიმდინარე წელს 45 000 ლარს შეადგენს.