მთავარი საკრებულო სიახლეები

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა განკარგულების პროექტები: ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონების - შპს საფეხბურთო კლუბი ბეთლემის 100%-იანი წილის მართვის უფლებით, ვადით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ; ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსით (M3 კატეგორია) მგზავრთა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსის მოძრაობის მარშრუტების, სამგზავრო ტარიფებისა და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ.

ასევე, განხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში საკრებულოს 2025 წლის მუშაობის შესახებ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?