ცნობა - საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დადგენილების პროექტზე
ც ნ ო ბ ა
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. დაბა ქედა მერაბ კოსტავას ქუჩა №3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (კომისიის თავმჯდომარე - ამირან წულუკიძე). მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).
ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა: 2025 წლის 19 ნოემბერი; 11:00 საათი. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი).
დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2025 წლის 21 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბრისა.
საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე სხდომებს გამართავენ 2025 წლის შემდეგი გრაფიკით:
- სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი;
- 11:00 საათი;
- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია - 2025 წლის
- 24 ნოემბერი; 12:00 საათი;
- ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - 2025 წლის 24
- ნოემბერი; 14:00 საათი;
- სოციალურ საკითხთა კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 15:00 საათი.
ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია 25 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაატარებს გაფართოებულ სხდომას.
განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2025 წლის 25 დეკემბერს დღის 12:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).
„ქედის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 26 დეკემბერი.