მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

მრგვალი მაგიდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე

ქედის მუნიციპალიტეტში ,,არა ძალადობის" 16 დღიანი საინფორმაციო კამპანია აქტიურად გრძელდება. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა დღეს წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლელებთან, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინფორმირება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახამრების სერვისების შესახებ და ა.შ.

შეხვედრას ,,საორსას" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორი - ლია ფუტკარაძე უძღვებოდა, რომელმაც აუდიტორიას სხვადასხვა საინფორმაციო მასალით გააცნო თემის ირგვლივ ინფორმაცია და მოსწავლეებს დისკუსიაში ჩართვის საშუალება მისცა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენდერული საბჭოს წარმომადგენლები. ღონისძიება ქედის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით გაიმართა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?