
ც ნ ო ბ ა
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. დაბა ქედა მერაბ კოსტავას ქუჩა №3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ამირან დევაძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;). დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2021 წლის 21 ივლისს დღის 18:00 საათამდე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში.
განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2021 წლის 22 ივლისს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2021 წლის 26 ივლისი.