მთავარი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო სიახლეები

სამუშაო შეხვედრა პროექტის - მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში

ეცროიპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი - ,,ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება“ დასრულდა. პროექტის კოორდინატორებმა მერაბ ცინდელიანმა და ასლან ჭანიძემ, დღეს ქედის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის განხორციელების ეტაპებს, პროექტის მნიშვნელობასა და აქტუალობას. მხარეებმა ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივასა და დონორებთან ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე.

ლევან გორგილაძემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციას და მის წევრებს რეგიონის მასშტაბით შემდგარი პრეცენდენტის გამო - ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დამოუკიდებლად მოიპოვა გრანტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოს ფუნქციებზე ცნობიერების ასამაღლებელი სანფორმაციო კამპანიები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, რომლებიც პროექტის მსვლელობისას მოსახლეობის მიერ იქნა პრობლემად დასახელებული და ქედის თვითმმართველობამ ოპერატიულად შეძლო მისი მოგვარება, როგორიცაა: დოხოძეებში სასმელი წყლის მილების შეძენა, ხანდაზმულთა კლუბის წევრებისთვის ბიუჯეტში გარკვეული ფინანსური რესურსების გათვალისწინება ექსკურსიების მოწყობის მიზნით, სოფელ არსენაულის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია, საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატების გათვალისწინება ,,საპატიო ქედელის" წოდების მისანიჭებლად, სოფელ არსენაულში თემის სამედიცინო პუნქტის გახსნა და ა.შ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2024
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?