საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მახუნცეთის შემდეგ, ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მორიგი შეხვედრები მერისისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართა.

შეხვედრებს საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გოგიაშილი უძღვებოდა, რომელმაც ადგილობრივებს საბჭოს ფუნქციები გააცნო და მოქალაქეებთან კომუნიკაციის ამ მექანიზმის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი პრეცენდენტი შეიქმნა და ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დამოუკიდებლად მოიპოვა გრანტი, რომლის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოს ფუნქციებზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების განხორციელება.

კამპანია ,,ღია საზოგადოება საქართველომ“ დააფინანსა პროექტის ,,ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური საინფორმაციო ცნობარი დაურიგდათ. მომდევნო შეხვედრა ხვალ, 30 ოქტომბერს ცხმორისსა და დანდალოშია ჩანიშნული.