მთავარი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო სიახლეები

მრჩეველთა საბჭოს წევრები პირველი მაისის მოსახლეობას შეხვდნენ

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მორიგი შეხვედრა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

შეხვედრებს საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გოგიაშილი უძღვებოდა, რომელმაც ადგილობრივებს საბჭოს ფუნქციები გააცნო და მოქალაქეებთან კომუნიკაციის ამ მექანიზმის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი პრეცენდენტი შეიქმნა და ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დამოუკიდებლად მოიპოვა გრანტი, რომლის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოს ფუნქციებზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების განხორციელება.

კამპანია ,,ღია საზოგადოება საქართველომ“ დააფინანსა პროექტის ,,ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური საინფორმაციო ცნობარი დაურიგდათ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?