ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ც ნ ო ბ ა
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. დაბა ქედა მერაბ კოსტავას ქუჩა №3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (დადგენილება) პროექტზე.
საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსოსაბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - ამირან წულუკიძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).
დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2022 წლის 19 მაისის დღის 18:00 საათამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში.
განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2022 წლის 20 მაისს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).
,,ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2022 წლის 27 მაისი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |