მთავარი განცხადებები

დაბა ქედის ტერიტორიულ საზღვრებში ადგილობრივი მუნიციპალური რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსის (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცებისა და სამგზავრო ტარიფის განსაზღვრის შესახებ (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე

ც ნ ო ბ ა

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ


ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. დაბა ქედა მერაბ კოსტავას ქუჩა №3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის ტერიტორიულ საზღვრებში ადგილობრივი მუნიციპალური რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსის (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცებისა და სამგზავრო ტარიფის განსაზღვრის შესახებ" (დადგენილება) პროექტზე.

საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ვაჟა აბულაძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).

დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2022 წლის 21 აპრილს დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში.

განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2022 წლის 22 აპრილს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).

ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის ტერიტორიულ საზღვრებში ადგილობრივი მუნიციპალური რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსის (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცებისა და სამგზავრო ტარიფის განსაზღვრის შესახებ (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2022 წლის 29 აპრილი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?