თანამონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიდეო ფორუმით შემოუერთდნენ.
დღის წესრიგით 3 საკითხი იყო ჩანიშნული: პირველ საკითხად საბჭოს წევრებმა განიხილეს ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" განხორციელების მეთოდები, ვინაიდან პროგრამა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის - „COVID-19“-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით, 1 ივნისამდე იყო შეჩერებული.
საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გაინაგრძება: რეკომენდაციების დაცვით საინფორმაციო კამპანია, მოქალაქეები შეძლებენ იდეების წარმოდგენას, მოხდება იდეების გადარჩევა და შემდეგ, მოქალაქეების მხრიდან, გამარჯვებული იდეის გამოვლენა ფარული კენჭისყრით. ხოლო, გამარჯვებული პროექტის განხორციელება კი, 2021 წლის იანვრიდან გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება მეორე და მესამე საკითხებს, საბჭომ იმსჯელა აქტივობების გამართვის პროცედურებზე და დაგეგმილი კალენდარის გადაწყობაზე, რომელიც მომდევნო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდება.
სხდომას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე უძღვებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციას - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |