მთავარი მოქალაქისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტი სიახლეები

ონლაინ შეხვედრა შშმ პირების კოალიციასთან

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს ონლაინ შეხვედრა გაიმართა შშმ პირების კოალიციასთან.

კოალიციაში, რომელიც ,,კლიმატის ცვლილების ელჩები" პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორიციელებს, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 შშმ პირებია გაერთიანებული.

შეხვედრას მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ტაკიძე და ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე უძღვებოდნენ.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და მასში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?