ზურაბ პატარაძემ ქედაში სოციალური სახლის მშენებლობა მოინახულა
დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი სამკერვალო საწარმოს რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად დაათვალიერა. შენობა მალე სოციალური სახლისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც 12 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი. პროექტი მაისის თვეში დასრულდება, რისთვისაც ბიუჯეტში 436 046 ლარი იყო გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ლადა“ ახორციელებს, რომელსაც მშენებლობაზე 20 -მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. მალე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ძირითადად მოწვეული წევრებისგან იქნება დაკომპლექტებული - გარე სტრუქტურების, არასამთავრობოების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან. პ.ს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში: სულ დაკმაყოფილდა 69 ეკომიგრანტი. 76 ოჯახმა პროგრამით უკვე შეიძინა საცხოვრებელი. 2016 წელს ბინის მაძიებელთა პროგრამით 44 ოჯახმა ისარგებლა, ხოლო გასულ წელს საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით 32 ოჯახმა შეიძინა ფართი. მიმდინარე წელს კი შუამდგომლობა გაეწია - 23 ოჯახს. სტუმრებს მშენებარე სოციალური სახლი მუნიციპალიტეტის პირველმაპირმა ლევან გორგილაძემ დაათვალიერებინა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |