მთავარი სიახლეების არქივი

ზურაბ პატარაძე ქედაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტუმრობდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან და შვილთან ერთად, დღეს სოფელ ქედაში, თურმანიძეების მრავალშვილიან და სოფელ ზვარეში, ქობულაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტუმრობდა. ,,ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანას 6 შვილი ღირსეულად გავუზარდო. მადლობა ჩემი შვილების გახარებისთვის! ეს ნამდვილად დიდი სტიმულია ჩემი ოჯახისთვის" - აღნიშნა მზევინარ თურმანიძემ. რეგიონის პირველმა პირმა ოჯახებს დამდეგი ახალი წელი საჩუქრებით, უმაღლესი საბჭოს წევრებთან - ხვიჩა შარაშიძე და გიორგი მანველიძესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ლევან გორგილაძე და შუქრი თურმანიძესთან ერთად მიულოცა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?