მთავარი სიახლეების არქივი

ვეტერანებთან ქედაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევის მიზნით, დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ვეტერანის სტატუსის მქონე ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მიმოეხილათ მერიის პროგრამების ფარგლებში არსებული შეღავათები და ესაუბრათ მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ხურციძე, განყოფილების უფროსი ნიკოლოზ წერეთელი და სამსახურის აჭარის ა რ სამმართველოს უფროსი შოთა ყიფიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრას ორგანიზებას სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა რ სამმართველო უწევდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?