მთავარი სიახლეების არქივი

ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის სექციის გუნდმა პირველი ადგილი აიღო

9-10 და 11 ივნისს, თელავში გამართული პაატა გედევანიშვილის სახელობის ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, ქედელი სპორტსმენებისთვის კვლავ წარმატებული აღმოჩნდა. რეგიონიდან მხოლოდ ვაიოს სექციის 9 სპორტსმენი ასპარეზობდა სამ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა. პირველ ადგილს დაეუფლნენ ასევე ანრი დევაძე და ლინდა ჩიკვაიძეც. მეორე ადგილები გადაინაწილეს ელზა მახაჭაძემ და ანრი ავჯიშვილმა, ხოლო მესამე ადგილით დაბრუნდა მარიამ დავითაძე. ტურნირში მონაწილეობა გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 ლარი დაიხარჯა. ქედის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელს იმედა მახაჭაძეს მრავალმხვრივ წარმატებას და მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის არაერთგზის სახელობისთის.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?