მთავარი სიახლეების არქივი

უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა ქედაში

ქედაში, აჭარის ა რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლით სხდომაზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ანგარიში და 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე სპიკერი მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ხვიჩა შარაშიძე, ანზორ ბოლქვაძე, კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე და კომისიის წევრები ესწრებოდნენ. მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მოხსენება პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებსა და გამგებლის წარმომადგენლებს წარუდგინა. წელს პროგრამული სიახლეებია: ,,მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის" პროგრამა, ,,მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების" პროგრამა, ,,ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების" პროგრამა, ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების" პროგრამა. 2017 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 14 562 900 ლარით განისაზღვრა, საიდანაც პროგრამული ნაწილი 11 829 990 ლარია და სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ჯამში 25 პროგრამას განახორციელებენ. გასულ წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ქედის მუნიციპალიტეტის 617-მა მკვიდრმა ისარგებლა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?