მთავარი სიახლეების არქივი

უხვი ნალექისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ქედაში დილიდან განახლდა

ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა, მთავრობის მეთაური მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ქედაში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა. ეტაპობრივად ყველა მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები.

მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. უამინდობით გამოწვეული სირთულეების ეფექტიანად დაძლევის მიზნით ყველა სამსახური კოორდინირებულად მოქმედებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო შტაბის თათბირს მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და ენერგო-პროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?