მთავარი სიახლეების არქივი

,,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი''-მა 3 წლის განმავლობაში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი''-მა სამსახურის დაარსებიდან 3 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:
სახალხო დღესასწაული შემოდგომა ქედაში და ღვინის ფესტივალი;
შეიქმნა მოლაშქრეთა კლუბი;
მოეწყო ინფო და მედია ტურები.
ასევე, 2022 წლის ბოლოს სამსახურმა მიიღო ტურიზმის ,,მაგნოლია 2022“ ჯილდო ნომინაციაში ,,ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი - მახუნცეთის ტურისტული მარშრუტი“.

პრეზენტაციაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების გეგმები: ტურისტული ბიზნეს ასოციაციების გაერთიანება, კარვების ქალაქის გახსნა და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დასასრულს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა რაულ ცინცაძემ მადლობის სიგელით დააჯილდოვეს ანსამბლი ,,ელესა“ და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.



facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?