წელს საპატიო ქედელის წოდება 5 მოქალაქეს მიენიჭა
მარო კვაჭაძეს - უხუცესი პედაგოგი; მიხეილ მახარაძეს - ლექტორი, მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი პირი; გრიგოლი-ენრიკე ბერიძეს - ბიზნესმენი, ზესოფლის წმ. სერაფიმ საროველის სახელობის ტაძრის მშენებლობის შემწირველი; ანზორ მანველიძეს - ქირურგი; ნოდარ ბასილაძეს - ლექტორი - დღეს, ქედის გამგეობაში მოქმედი სპეციალური კომისიისა და მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საპატიო ქედელის წოდებები მიენიჭათ. საპატიო ქედელებს დღევანდელი დღე მიულოცეს და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და ახლად არჩეულმა მერმა ლევან გორგილაძემ.
სიახლეების არქივი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |