ტრენინგი ქედის ბაღების თანამშრომლებისა და მშობლებისათვის


ამ წუთებში, მერიის სააქტო დარბაზში „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ წარმომადგენლები ნინი ტაბიძე და თამარ საუთიევა ქედის ბაღების თანამშრომლებსა და მშობლებთან საინფორმაციო სესიას მართავენ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, რომლის მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბავშვთა დაცვის რეფერირების საკითხებზე ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს, „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება. ასევე გააძლიეროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ძლიერი და მდგრადი კავშირის განვითარებას ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბაღები და სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები) და მათი მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის მოწყვლადობის საკითხების მიმართ.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |