მთავარი სიახლეების არქივი

ტრადიციულად გამგებელი მოქალაქეებთან მიღებას პარასკევობით მართავს

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მოქალაქეებთან შეხვედრას ყოველ პარასკევობით მართავს. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ, კანონმდებლობის შესაბამისად, კარდაკარის პრინციპით ყველა სოფელსა და დაბაში მართავს შეხვედრებს და ადგილზე ეცნობა არსებულ ვითარებას. დღეს მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა 12 მოქალაქე მიიღო და მათ მიერ წარმოდგენილი საკითხები მოისმინა. ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურული პროექტები, შუამდგომლობის მოთხოვნა სხვადასხვა უწყებებთან და ა.შ. - ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, ძირითადად მოსახლეობა გამგებელს რომ მიმართავს. დავით დუმბაძემ ყველა მათგანს კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. განსხვავებული საკითხით მიმართა სოფელ კოკოტაურის უხუცესმა შუქრი მგელაძემ. მან ქედის გამგებელს, მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძეს და ქედის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა სოფელ კოკოტაურში ალტერნატიული გზის მოძებნისათვის და ელექტრო სისტემის მიერ ანძის უძველესი სასაფლაოებიდან ადგილმონაცვლეობის გამო. სოფლის უხუცესმა ქედის გამგებელს პირადად გადაუხადა სოფლის სახელით მადლობა ყველა შეპირების პირნათლად შესრულებისთვის.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?