მთავარი სიახლეების არქივი

ტოლერანტობა და მრავალფეროვნება

,,ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" - ამ სახელწოდების ღონისძიება დღეს ქედაში მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ბათუმის მასწავლებელთა სახლის სამოქალაქო განათლების ტრენერმა თამარ ჯანელიძემ, ქედის საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლისთვის ინფორმაციული შეხვედრა გამართა. ახალგაზრდები გაეცნენ სალექციო კურსს, შეხვედრის მიზანს, გამართეს დისკუსია თემის ირგვლივ და ჩაერთნენ სავარჯიშოებში ,,დიდი ქარი ქროდა", ,,მატარებელი კუპეში". ღონისძიებას განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში თეა შარაშიძე ესწრებოდა, რომლის ინიციატივით ქედაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მეორე წელია იმართება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?