მთავარი სიახლეების არქივი

თანამონაწილეობითი ბიუჯეტის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 8-9 თებერვალს ბაკურიანში, სასტუმრო კოხტა რუმსში, GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ ფარგლებში საპილოტე მუნიციპალიტეტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების კუთხით საქართველოში არსებული მაგალითები და გენდერულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული საკითხები.

ქედის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ, აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარუდგინა ქედის მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელების ეტაპები და დაგეგმილი აქტივობები, რომლის ირგვლივაც გაიმართა დისკუსია.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2020 წელს, GIZ-ის მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში დაიგეგმა თანამონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში (3 სოფელს მოიცავს), რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი იქნა გათვალისწინებული.

შეიქმნა სამართლებრივი აქტები, საკომუნიკაციო სტრატეგია, ასევე შეიქმნა საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები და მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის შემდგომაც დაიწყება აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?