მთავარი სიახლეების არქივი

#StopCov

ქედაში მოქალაქეები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და სამოქალაქო თვითშეგნებით გამოირჩევიან, რაც უფრო ნათლად წარმოჩნდა ბოლო პერიოდში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის ღონისძიებებსა თუ ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებელ აქციებში.

თავდაპირველად დარეგისტრირდა 50 მოხალისე, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, ხოლო 10-მდე ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა სურსათის კალათები მერიასთან თანამშრომლობით მოამზადა და მოწყვლად ჯგუფებს უკვე გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ამ დროისთვის 300-მდე ადგილობრივის დახმარება შევძელით, რისთვისაც ქედის თვითმმართველობა მადლობას უხდის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებსა და პირებს.

განსაკუთრებული მადლობა მეზღვაურს - როინ ირემაძეს, რომელმაც რისკჯგუფში მყოფ 105 თანასოფლელს, ზედა და ქვედა მახუნცეთში უსასყიდლოდ გადასცა პურის ფქვილის ტომრები.

ქედაში 751 მოქალაქეს კი, სურსათის კალათა აჭარის მთავრობის ინიციატივით გადაეცა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?