მთავარი სიახლეების არქივი

სოფლის კრებები მერისში

მერისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - მერისში, გუნდაურში, გარეტყესა და სიხალიძეებში, დღეს მოსახლეობამ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში კრებები გამართა და ის პრიორიტეტები გამოკვეთა, რასაც პროგრამის ფარგლებში თავად განახორციელებენ.

კრებებს საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.

ადგილობრივებმა სოფელ მერისში 12 000 ლარის ფარგლებში, რამდენიმე პროექტი დაგეგმეს: სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კიბისა და გარე განათებების მოწყობა, მოსაცდელის მშენებლობა და წისქვილის რემონტი.

ასევე 12 000 ლარის ფარგლებში, გუნდაურში მცხოვრებლები თანხას სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებასა და გარე განათებების ქსელის გასაფართოებლად გაანაწილებენ.

გარეტყეში პრიორიტეტად თავშეყრის სახლის მშენებლობა დაასახელეს, სოფლის ბიუჯეტი 10 000 ლარია.

10 000 ლარად სიხალიძეებში კი გარე განათებების ქსელის გაფართოებას დაასრულებენ.

მთლიანად მერისის ადმინისტრაციული ერთეულის 7 სოფლისთვის პროგრამით 74 000 ლარია გამოყოფილი.

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში 740 000 ლარს ითვლის.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?