მთავარი სიახლეების არქივი

სოფლის კრებებზე ქალთა ჩართულობა გაზრდილია

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფლის კრებები დღეს დასრულდა ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში.

6 სოფლის ბიუჯეტი ჯამში აქ 86 000 ლარია და მოსახლეობამ ის პრიორიტეტები გამოკვეთა, რაც მათი სოფლის განვითარებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნიეს. მნიშვნელოვნად გაზრდილია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერაც.

16 000 ლარია პროგრამით გათვალისწინებული სოფელ ცხმორისში. აქ ქალების ინიციატივით, გარე განათების ქსელი გაფართოვდება.

16 000 ლარად სოფელ ახოში მზა ბეტონს შეიძენენ და შიდა საუბნო გზებს მოაწესრიგებენ. ამავე პროექტს განახორციელებენ იგივე ბიუჯეტით სოფელ გეგელიძეებშიც.

სოფელ გობრონეთში 12 000 ლარის ფარგლებში სოფლის სახლს გაარემონტებენ, გარე განათებებს დაამონტაჟებენ და სასმელი წყლის სისტემას მოაწესრიგებენ.

კოკოტაურში მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შიდა საუბნო გზებზე ბეტონს დააგებენ. აქ პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტი 16 000 ლარია.

ასევე, მზა ბეტონს შეიძენენ სოფელ ჩეტკიძეებში, სადაც პროგრამით 10 000 ლარია გათვალისწინებული.

სოფლებში გამართულ კრებებს, ორი დღის განმავლობაში, მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?