მთავარი სიახლეების არქივი

სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გეგელიძეებში, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბადრი ნაკაშიძე ადგილზე გაეცნენ.
სოფელ გეგელიძეებში, აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება გაგრილება-გათბობის სისტემით, ასევე კეთილმოეწყობა გარე ფასადი ფერადი თუნუქის საიდინგის ფურცლებით და დამათბუნებელი ფილებით.

სამშენებლო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 133 157 ლარია გამოყოფილი.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?