მთავარი სიახლეების არქივი

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ქედაში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში დღის ცენტრი თანასა და ორგანიზაცია ,,ხელი ხელს“ შშმ ბენეფიციარების გამოფენა გაიმართა, რომელშიც საგანმანათლებლო ორგანიზაცია ა(ა)იპ მწიგნობარის წრის ,,ფერთა სამყაროს მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში ტრენინგი თემაზე „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“ გაიმართა, რომელსაც სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, შშმ პირთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა მიმართ მართებული მიდგომების, ტერმინების, სწორი დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენდა.

ნამუშევრების გამოფენა ქედაში ა(ა)იპ ,,ჩვენ ყველაფერი შეგვიძლიას“ ორგანიზებით გაიმართა, ხოლო ტრენინგი კი ქედის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?