მთავარი სიახლეების არქივი

შშმ პირთა საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში შექმნილი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, ამ წუთებში მორიგ სხდომას მართავს.

დღის წესრიგით საბჭოს წევრები ორ საკითხს განიხილავენ, რომელიც ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდისთვის ადაფტირებული გარემოსა და შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს. სხდომას მერის მრჩეველი გიორგი ტაკიძე თავმჯდომარეობს.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, წევრები სარეკომენდაციო წერილს მერიას გადაუგზავნის. საბჭოში სხვადასხვა სფეროდან 11 წევრი მუშაობს, ასევე სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებულია მერის ათივე წარმომადგენელი ტერიტორიული ერთეულებიდან.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?