მთავარი სიახლეების არქივი

შინმოვლის პროგრამა ქედაში აქტიურ ფაზაშია

არსამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდს" - NAF-სა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მარტიდან ქედაში ახალი პროგრამა ,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისების უზრუნველყოფა" ამოქმედდა. პროგრამა საწყის ეტაპზე სატესტოა და მასში 9 ბენეფიციარია ჩართული. მოხალისეობრივ საქმიანობებს - ფიზიკურ, ინფორმაციულ თუ მორალურ დახმარებას, მათთან ახლოს მცხოვრები გამგეობაში დასაქმებული 6 მოხელე კვირაში ერთხელ ეწევა, თუმცა მათთან ვიზიტი მათივე სურვილისამებრ უფრო ხშირია. ამ ეტაპზე ხანდაზმულებთან შეთავაზებული სერვისების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. უახლოეს დღეებში დაგეგმილია საჭირო და აუცილებელი ინვენტარის გადაცემა მოხუცებისთვის, რაც დახმარებას გაუწევთ გადაადგილებაში და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. პროგრამაში ჩართულმა ხანდაზმულებმა განსაკუთრებული სითბო და სიხარული გამოხატეს მოხალისეების მიმართ. პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?