მთავარი სიახლეების არქივი

შეხვედრა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომერესთან ამირან ცინცაძესთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად ქედის კულტურის ცენტრში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას ასევე, მოადგილეები, მაჟორიტარები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მერმა მოქალაქეებს გააცნო გეოლოგიური დასკვნა, რომლის საფუძველზეც ამ ეტაპზე, 119 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას. დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, კატეგორიის მინიჭების და შესაბამის პროგრამაში ჩართვის შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეების კითხვებს დეტალურად და ამომწურავად უპასუხეს.

მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს მხარდაჭერა და ნებისმიერ საკითხში გვერდში დგომა გამოუცხადა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?