მთავარი სიახლეების არქივი

შეხვედრა ხანდაზმულთა კლუბის წევრებთან

დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით, დღეს ქედა,შუახევი, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ქედის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ,,ქედის ხანდაზმულთა კლუბი"-ს წევრებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხობდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის, სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, მიწების რეგისტრაციის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. თანამდებობის პირებმა ხანდაზმულებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისა და საინტერესო დიალოგისთვის და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაპირდნენ. პროექტი ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება აჭარაში" ევროკავშირის მიერ ფინანსდება, ხოლო პარტნიორები არიან ,,ღირსეული სიბერე" და ,,აგრობიზნეს ცენტრი".

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?