მთავარი სიახლეების არქივი

შეხვედრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე

მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს წარმომადგენელი სალომე აბულაძე და მოწვეული ექსპერტი გიორგი ცხვიტავა უძღვებოდნენ. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამ მხრივ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ხაზგასმით ისაუბრა კონკრეტულ მაგალითებზე საქართველოს მიერ გავლილ გზაზე ევროინტეგრაციის პროცესში. მონაწილეები დაინტერესდნენ თუ რა არის მაპი(MAP)? და რა ეტაპზეა საქართველო-ნატოს ურთიერთობები.

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები .

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?