მთავარი სიახლეების არქივი

სასიამოვნო სიახლე ახალგაზრდებისთვის!

სასიამოვნო სიახლე ახალგაზრდებისთვის!

„მოხალისეობის განვითარების პროგრამა საქართველოს მოხალისე" გრძელდება! საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, ქვეყანაში საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.
„მოხალისეობის განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეიქმნა „მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა", რომელიც განთავსებულია ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორის ვებგვერდზე youth.gov.ge (http://youth.gov.ge/home / http://volunteers.youth.gov.ge/). ბაზაში დარეგისტრირება შესაძლებელია უკვე 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის. მუნიციპალიტეტიდან 2 მოხალისე შეირჩევა 1 წლის ვადით. ასევე დარეგისტრირების საშუალება ექნებათ საქართველოს მასშტაბით მოხალისეობით დაინტერისებულ პირებს, რომლებიც შემდეგში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში, ასევე სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებების მიერ გამართულ ღონისძიებებში.
გისურვებთ წარმატებებს!

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?