მთავარი სიახლეების არქივი

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ზუნდაგის მრავალფუნქციური სახლის დარბაზში, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი გასვლითი - საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ადგილობრირივ მოსახლეობასთან.

შეხვედრას საბჭოს წევრებთნ ერთად, მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი პრეცენდენტი შეიქმნა და ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დამოუკიდებლად მოიპოვა გრანტი, რომლის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოს ფუნქციებზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების განხორციელება.

კამპანია ,,ღია საზოგადოება საქართველომ“ დააფინანსა პროექტის ,,ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში.

ლევან გორგილაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მოქალაქეებთან კომუნიკაციის ამ მექანიზმის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური საინფორმაციო ცნობარი დაურიგდათ, რომელშიც გარდა საკონტაქტო ინფორმაციებისა, აღწერილია მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები, კომპეტენციები, მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები და მექანიზმები.

მსგავსი ტიპის შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?