მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოში N01-06/15 რიგგარეშე სხდომა გაიმართა

2020 წლის 30 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე №01-06/15 სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „„ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს.

აღნიშნულ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას განახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - რეზო თურმანიძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;), დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2020 წლის 02 დეკემბერს დღის 18:00 საათამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში, განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა კი შედგება 2020 წლის 03 დეკემბერს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ. №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი).

„„ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 04 დეკემბერი.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?