მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოში N01-06/02 მორიგი სხდომა გაიმართა

2023 წლის 24 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/02 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 15 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ პირველ საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (დადგენილება) პროექტზე, რომელზეც ადმინისტრაციული წარმოებას საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განახორციელებს. კომისიაში დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარდგენა 2023 წლის 23 მარტის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საკითხზე ზეპირი მოსმენის თარიღად 2023 წლის 24 მარტი იქნა განსაზღვრული, ხოლო აქტის გამოცემის თარიღად კი 2023 წლის 31 მარტი.

სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც საკრებულომ ერთხმად მიიღო. პროექტი შემუშავებულია საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და ,,მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ ფარგლებში, დაქირავებული გერმანული საკონსულტაციო კომპანია ,,LCPmbh”-ის მიერ მომზადებული კვლევის მონაცემების და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს N414 დადგენილების - ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის შესახებ“ ხელმძღვანელობით და მეთოდური მითითებებით.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?