საკრებულოში მიმდინარე წლის პირველი მარტის რიგგარეშე სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს





მიმდინარე წლის პირველი მარტის რიგგარეშე სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლითაც 2019 წლის ბიუჯეტი 68 575 ლარით გაიზარდა.
2019 წლის 1 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში №01-06/04 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, სხდომას საკრებულოს 24 წევრთაგან ესწრებოდა 19.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, რომლითაც 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამატებით გაიზრდებოდა 68 575 ლარით, საკრებულომ უმრავლესობით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებით ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრობი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ის კატეგორია, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველით ამორტიზირებულია და საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური დახმარებას პროგრამით ისარგებლებენ. ასევე აღნიშნული ცვლილების შემდეგ მოხდება ზუნდაგის ბაგა ბაღისათვის ინვენტარის შეძენა, განხორციელდება ორი ბაგა ბაღის ატრაქციონით აღჭურვა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსება.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, შპს „ქედის კომუნალურსერვისი“-სათვის გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით იქნა მიღებული. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სულიკო ბოლქვაძემ განმარტა რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა მნიშვნელოვანია, რათა ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ განახორციელოს აღნიშნული ქონების შპს „ქედის კომუნალურსერვისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის (ბრძანება) მომზადება.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |