საკრებულოში დღეს გამგებლის ანგარიში დადებითად შეაფასეს
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს №01-06/04 მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 8 საკითხი განიხილეს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში. გასულ წელს მუნიციპალიტეტის პირველი პირის საქმიანობა ქედის თვითმმართველობის დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს და ერთხმად ხელის აწევით დაადასტურეს. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ყველა დასმულ კითხვაზე დავით დუმბაძემ ღიად და ამომწურავად უპასუხა. დადებითად შეაფასეს ასევე ქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში, რომელიც სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარადგინა. გარდა ამ საკითხებისა, საკრებულომ დღეს შემდეგი საკითხები მოისმინა: 1. ქედის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის შესყიდვების გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში. 2. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიში. 3. ,, ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“; 4. ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“; 5. ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისათვის გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ 6. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლისათვის ოთარ მჟავანაძის სახელის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე. სდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. დავით დუმბაძემ ანგარიშის წარდგენა დღეს ოფიციალურად დაასრულა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოსახლეობისთვის ჯერ კარდაკარის პრინციპით დაიწყო წარდგენა, შემდეგ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გააცნო, შემდეგ კი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ყველა შეხვედრისას 2016 წელს გაწეული საქმიანობა საზოგადოებამ დავით დუმბაძეს დადებითად შეუფასეს.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |