საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თვითმმართველობის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს








2023 წლის 13 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/14 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით იქნა დამტკიცებული „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. მიღებული გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტი 200 000 ლარით გაიზარდა, რომელიც გათვალისწინებული იქნა ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშაოების, კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის. სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარადგინა.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
სხდომაზე მესამე საკითხად განხილულ იქნა ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბავშვთა საფეხბურთო კლუბი ქედა“-ს დაფუძნებაზე ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცა თანხმობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბავშვთა საფეხბურთო კლუბი ქედა“-ს დაფუძნების თაობაზე.
საკრებულომ დღის წესრიგის მიხედვით ბოლო საკითხად განიხილა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით, ვადით, სარგებლობის უფლებით შპს „ქედის კომუნალურსერვისი“-სათვის გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |