მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს

2020 წლის 22 ივლისს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე №01-06/08 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 21 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ და მეორე საკითხად განხილულ იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების პროექტები, რომლებიც დამსწრეთა უმრავლსობით იქნა დამტკიცებული.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-3 საკითხად საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შუქრი თურმანიძის მიერ 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელსაც 21-ვე საკრებულოს წევრმა დაუჭირამხარი.

სხდომაზე ბოლოს საკითხად საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერის ლევან გორგილაძის მიერ 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?