მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს

2022 წლის 15 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/09 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 19 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ სხდომაზე დამსწრე წევრთა აბსოლიტური უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღო „ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - გიორგი მგზავრიძემ წარადგინა.

მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 1 720 000 ლარით გაიზარდა, რომელიც ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების ხარჯზე, ასევე წინა წლის ნაშთითა და მიღებული გრანტის მეშვეობით იქნა შესაძლებელი. გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დაფინანსება. დაემატა თანხები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?