საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს






დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/07 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
საკრებულომ დღის წესრიგის შესაბამისად პირველ საკითხად ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები განიხილა, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარმოადგინა. სხდომას ესწრებოდა და საკრებულოს წევრების კითხვებს პასუხობდა, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როლანდი ბერიძე. ცვლილებების სახით ბიუჯეტის შემოსულობები 2 071 300 ლარით განისაზღვრა, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კაპიტალური ტრანსფერის საშუალებით იქნა მიღებული, ასევე მიმდინარე ბიუჯეტის ეკონომია 591 170 ლარს შეადგენს, ჯამში ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 16 765 400 ლარს გაუტოლდა.
მიღებული ცვლილებებით დაფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა შიდა სასოფლო-საუბნო გზებისა და მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, მთების ელექტროფიკაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინაააღმდეგო ღონისძიებების გატარება და სხვა. აღნიშნული ცვილებების საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერით იქნა მიღებული, ხოლო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სხდომა საკითხის კენჭისყრამდე დატოვეს.
სხდომაზე მეორე საკითხად განხილულ იქნა ქედის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის - ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, რომელსაც დამსწრეთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 7 (შვიდი) ერთეული უძრავი ქონება იქ მცხოვრები მოქალაქეების (7 ოჯახისათვის) საკუთრებაში დარეგისტრირდება.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |