მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს

2023 წლის 10 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/04 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 16 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში ცვლილებები დამტკიცეს.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომლითაც ინფრასტრუქტურული შესყიდვების შედეგად არსებული ეკონომიის ხარჯზე, სხვა ახალი ღონისძიებების დაფინანსება გახდება შესაძლებელი. ასევე მიმდინარე ცვლილებებით ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 242 564 ლარით შემცირდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?