საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
საკრებულომ „ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №10-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილა.
ცვლილების თანახმად: შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროპგრამის ტენდერებიდან მიღებული 70 700 ლარი ეკონომით და ახოს ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ თანხიდან დარჩენილი 500 ლარით, შემდეგი ღონისძიებები დაფინანსდება:
დაბის ტერიტორიის მოწყობა - 22 600 ლარი; პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად - 40 500 ლარი იქნება გათვალისწინებული; ხოლო სოფელ დოლოგანთან, დუმბაძეების უბანში, მდინარე აჭარისწყალზე საავტომობილო ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული დარჩენილი ვალდებულების დასაფარად - 8 100 ლარი;
დადგენილების პროექტი საკრებულოს წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით იქნა მხარდაჭერილი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 |