მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია და გეგმა დაამტკიცეს

2019 წლის 05 დეკემბრის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/18 სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე დაამტკიცეს ქედის მუნიციპალიტეტის მდგრადი ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი. ინდივიდუალური აქტის მიღების მიზანია ტრანსპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის დონეზე არსებულ გამოწვევების სამართლებრივად მოწესრიგება. დოკუმენტის შექმნა ხორციელდება პროექტის „მწვანე ქალაქები, ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ფარგლებში, რომელსაც საფუძვლად უდევს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერა.

სხდომაზე დამტკიცებული იქნა ასევე ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს თვითმმართველი თემის - ქედის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, დაბა ქედა, შოთა რუსთაველის ქ.№24-ში მდებარე 3 ერთეული საცხოვრებელი ბინის (ს/კ: 21.03.35.365.01.023; 21.03.35.365.01.025; 21.03.35.365.01.030;) და დაბა ქედა, შოთა რუსთაველის ქ.№15-ში მდებარე 2 ერთეული საცხოვრებელი ბინის (ს/კ: 21.03.32.071.01.022; 21.03.32.071.01.009) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, შემდგომში, იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

დღის წესრიგის თანახმად განხილული იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტიც, რომელიც მიღებულ იქნა ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით.

ბოლო საკითხად კი, ცნობად იქნა მიღებული ა (ა) ი პ „ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება“-ის 2019 წლის 9 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენის თაობაზე განკარგულების პროექტი.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?