მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ანგარიშები შეაფასეს

2023 წლის 31 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/05 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 20 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ერთხმად იქნა დამტკიცებული ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების პროექტი. მიღებული გადაწყვეტილებით იცვლება ბინათ მ/ამხანაგობის კრების ოქმზე კრების თავმჯდომარის ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმების ვალდებულება კრებაზე დამსწრე წევრების ხელმოწერის არსებობის აუცილებლობით, რაც გაამარტივებს ამხანაგობის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგების საკითხს. ასევე უქმდება ბინათ მ/ამხანაგობის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი პროექტის ღირებულიების 5%-ანი თანადაფინანსების აუცილებლობა.

მეორე საკითხად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ საკრებულოს წარუდგინა ანგარიში 2022 წელს გაწეული საკრებულოს მუშაობის შესახებ. მომხსენებელმა ისაუბრა საკრებულოს კომპეტენციების გათვალისწინებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე ქედის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, რომლითაც განხორციელდა და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები და ღონისძიებები. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, ხმათა უმრავლესობით დადებითად იქნა შეფასებული საკრებულოს მიერ.

საკრებულომ დღის წესრიგის მესამე საკითხად განიხილა ქედის მუნიციპალიტეტის მერის, როლანდი ბერიძის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2022 წელი გაზრდილი ბიუჯეტით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, კულტურულ საგანმანათლებლო, ახალგაზრდული და სპორტული პროექტები. დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა და რუსთაველის N13 და N15 მდებარე პარკის მშენებლობა. ასევე, მერმა ყურადღება გაამახვილა 2023 წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე.

საკრებულომ დღისწესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დაწყებულიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ (დადგენილება) პროექტზე და ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ (დადგენილება) პროექტზე. განსახილველ საკითხთან მიმართებაში საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ვაჟა აბულაძე), დაინტერესებულ პირებს კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2023 წლის 20 აპრილის 18:00 საათამდე. საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომის მოწვევის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 21 აპრილი, ხოლო ნორმატიულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად კი 2023 წლის 28 აპრილი.

საკრებულომ ბოლო საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2023 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?